ემბერ ჰერდი ელონ მასკის ხვდება

ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2017 - 22:37

ჰოლივუდის მსახიობის ჯონი დეპის ყოფილი მეუღლე,  მსახიობი ემბერ ჰერდი აშშ-კანადელ  ბიზნესმენს ელონ მასკის ხვდება. წყვილის რომანტიკულ ურთიერთობებზე  გავრცელებული ჭორები Instagram-ზე მათ მიერვე ატვირთულმა ფოტოებმა დაადასტურა.

პირველი ფოტო, რომელიც  რესტორანშია გადაღებული,  45 წლის მასკიმ გამოაქვეყნა, ერთი საათის შემდეგ კი 31 წლის ემბერ ჰერდმა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს სერიოზული ურთიერთობები აქვთ და უახლოეს პერიოდში ოჯახის შექმნას გეგმავენ.

მილიარდერის  ყურადღება მსახიობმა ჯერ კიდევ  2013 წელს მიიპყრო, როდესაც  ითამაშა ფილმში "Machete Kills" და მასთან  პირად შეხვედრას ცდილობდა. დეპთან განქორწინების შემდეგ კი, ისინი უკვე ერთად არიან.

ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და გამომგონებელი ელონ მასკი არის x.com-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და ახლა  PayPal-ი ჰქვია, ელონ მასკი აფინანსებს Tesla Motors-ს და აგრეთვე მას ეკუთვნის იდეა Hyperloop, რომელიც უსწრაფესი ტრანსპორტი იქნება, არის SpaceX-ის დამაარსებელი.  მისი ქონება 10.6 მილიარდ დოლარადაა  შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.69
  • 3.11
  • 3.55
  • 0.04
  • 0.46
  • 1.58