რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაასრულეს

ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2017 - 18:31

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი ალგეთის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.

ახალწვეულებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ მიულოცეს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული მსახური უსურვეს.

დღესვე, რეკრუტებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. დღესვე უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი სერჟანტი მალხაზ გორელიშვილი დაჯილდოვდა. მან მედალი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული ოცწლიანი სამსახურის გამო მიიღო.

კურსის გამოშვებით ახალწვეულებმა სამთვიანი მომზადების პირველი ეტაპი დაასრულეს. კურსი განახლებულია და საწყისი საბრძოლო მომზადების იმ კურსს შეესაბამება, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სადისციპლინო და საყარაულო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

სამხედრო ფიცის დადების შემდეგ ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში შეიარაღებული ძალებში იმსახურებენ.

საზეიმო ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, რომლებსაც ღონისძიების დასრულების შემდეგ ჯარისკაცებთან გასაუბრებისა და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცათ.

ახალწვეულების პირადი შემადგენლობა ცენტრის კაპელანმა, მამა ალექსანდრემ დალოცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41