მინისტრმა ძიუდოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს წარმატება მიულოცა

ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2017 - 17:51

27 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ძიუდოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს შეხვდა და მოპოვებული გამარჯვებები მიულოცა.

20-23 აპრილს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯოს მედალი აიღეს, გუნდურ შეჯიბრში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედლები მეცხრედ მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონი მძიმე წონაში 22 წლის გურამ თუშიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ტიტულოვანი ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა, ბრინჯაოს მედალს კი ბექა ღვინიაშვილი (- 90 კგ) დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიმართა ქართული ფინალი მძიმე წონაში . გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთის ეროვნული გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, ფინალში გასვლამდე კი იტალიის, სერბეთისა და უკრაინის ნაკრებებს სძლია.

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გამართულ ძიუდოისტთა ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ჯამში 8 მედალი - 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. I ადგილი - შალვა გაზაშვილი (-66 კგ). II ადგილი - ჯაბა პაპინაშვილი (-55 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-73 კგ), ლუკა მაისურაძემ (-81კგ) და ნიკა სიდამონიძემ (-90კგ). III ადგილი - ნიკა ალხაზაშვილი (- 55 კგ), გიგა გიგაური (-73 კგ).

 „შეხვედრა ჩვენს გამარჯვებულ ძიუდოისტებთან მეტად უშუალო და მეგობრულ გარემოში გაიმართა. მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო წარმატება ჩვენს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს. ძიუდოს მიმართ მთავრობის სრული მხარდაჭერა, რა თქმა უნდა გაგრძელდება, ფედერაცია ასევე წარმატებით განაგრძობს დასახული რეფორმების განხორციელებას, ხოლო სპორტსმენების მხრიდან თავდადების და წარმატების იმედი ისევ გვექნება". - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა შეხვედრაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55