ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2017 - 17:06

 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს.

მიმდინარე სარესტავრაციო პროცესის ადგილზე გასაცნობად, 27 აპრილს, სამონასტრო კომლექსს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ეწვია. ჭვარტლის ფენით დაფარული XII საუკუნის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ- რესტავრატორების ჯგუფი მუშაობს, რომელმაც ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად დაიწყო. ადგილზე მოხდა მდგომარეობის აღწერა-შეფასება; გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც შემუშავდა სარესტავრაციო მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რესტავრატორთა ჯგუფისგან პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციებს მიიღებს, რაც უახლოეს მომავალში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ინტერიერში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის დარეგულირებისა და განათების მოწყობას გულისხმობს. ჭვარტლის ფენით დაფარული მხატვრობის სარესტავრაციო პროცესის პარალელურად, სააგენტო აქტიურად აგრძელებს ვარძიის ფასადის კრიტიკული სეგმენტების სარესტავრაციო სამუშაოებს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედელის ანკერული ბურღვების მეთოდით გამაგრებას გულისხმობს.

ამავდროულად, 2017 წელს სააგენტოს დაკვეთით, განხორციელდება ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ციფრული სკანირება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის განმავლობაში სააგენტოს ინიციატივით, ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალში შესრულდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

26 პუნქტიანი გეგმა მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონების მოწყობასა და სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, მოიცავს ახლად გამოვლენილი კლდოვანი ქვაბურების არქეოლოგიურ გაწმენდას, ანაზომების შესრულებას და არქეოლოგიური ანგარიშის დამუშავებას. არქეოლოგიური გაწმენდითი სამუშაოებისას გამოვლენილი არტეფაქტები დამუშავდება და მუზეუმ-ნაკრძალის ფონდს გადაცემა. პარალელურად ისტორიულ–არქიტექტურული კომპლექსის სხვადასხვა ზონებზე გაგრძელდება ქვისცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც ცალკეული ადგილების გასუფთავებას, საფიქსაციო ბადის გაკვრასა და დამცავი საყრდენი კედლის მოწყობა–მოპირკეტებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5