მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასი უშგულშია

ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2017 - 17:01

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასი საქართველოში მოგზაურობს. დღეს ეს პრესტიჟული სარაგბო ჯილდო ევროპის ყველაზე მაღლამდებარე სოფელში, უშგულში გამოიფინა. 

თასის ტური საქართველოს კუთხეებსა და ქალაქებში 16 აპრილს, გურიაში, სოფელ შუხუთში დაიწყო. უშგულამდე თასი ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი მესტიაში გამოიფინა. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის სარეკლამო აქციაში ვეტერანი მორაგბეები ნონო ანდღულაძე და ლექსო გუგავა მონაწილეობენ.

ხალგაზრდა მორაგბეთა ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნების“ გარდა საქართველოში მსოფლიოს 11 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს: მოქმედი ჩემპიონი ინგლისი, თასის ხუთგზის მფლობელი ახალი ზელანდია, ერთგზის გამარჯვებული სამხრეთი აფრიკა, ასევე ავსტრალია, არგენტინა, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, საფრანგეთი, იტალია და სამოა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს არგენტინელი, სამხრეთაფრიკელი და ფრანგი თანატოლების მხარდამხარ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45