ელისო კილაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაზე უარს ამბობს

ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2017 - 14:03

გაზეთ 'ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მიერ მისთვის  დაცვის სპეციალური პროგრამის შეთავაზებაზე უარს ამბობს.

"არჩილ თალაკვაძეს ჩემთვის დაცვის სპეციალური პროგრამა მოუთხოვია, ნაცები პროვოკაციებს მოუწყობენ და ხელისუფლებას დაგვაბრალებენო!

განვმარტავ - უარს ვამბობ ხელისუფლების მხრიდან ყველა მსგავს შემოთავაზებაზე, არ მეშინია და არ ვსაჭიროებ არანაირ დაცვას. დაცვის სპეციალური პროგრამა შესთავაზეთ კორუმპირებულ, მექრთამე სუსის უფროსის მოადგილეს - თქვენი ხელისუფლების სახეს იოსებ გოგაშვილს", - აცხადებს ელისო კილაძე.

 არჩილ თალაკვაძემ  პროკურატურას მოუწოდა, განიხილოს ელისო კილაძის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის საკითხი, რადგან არ გამორიცხავს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ კილაძის წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმოს და შემდეგ ხელისუფლებას დააბრალოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4