ბიზნესსტატუსით დარეგისტრირებული მსჯავრდებულები ხელნაკეთ ნივთებს ონლაინმაღაზიის მეშვეობით ყიდიან

ოთხშაბათი, 26 აპრილი, 2017 - 13:14

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელშეწყობით, მსჯავრდებულების ინდივიდუალურ საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა. ამ სტატუსით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა N5, N7, N8, N15, N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში 26 მსჯავრდებული დაარეგისტრირეს. გასულ წელს პირველ ეტაპზე კი, მიკრო ბიზნესის სტატუსით 40-მდე მსჯავრდებულის საქმიანობა დარეგისტრირდა.

მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ხელნაკეთი ნივთები სპეციალური ონლაინმაღაზიის online.moc.gov.ge-ის მეშვეობით იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულთა ანგარიშზე ირიცხება.

მიკრო ბიზნესის სტატუსი მათთვის დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს და საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ციბაძის განცხადებით, აღნიშნული უპრეცედენტო ინიციატივა ხელს უწყობს მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პეროდში ჰქონდეთ შემოსავალი და ასევე, გათავისუფლების შემდეგაც გამოიყენონ პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებული ცოდნა და განაგრძონ იგივე საქმიანობა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, 2016 წელს უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში პატიმრებს საშუალება მიეცათ ნივთები, რომელსაც ამზადებენ პენიტენციურ დაწესებულებებში ონლაინმაღაზიის, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაყიდონ და მიიღონ გარკვეული შემოსავალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ მსჯავრდებულების საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება. სამინისტრო მომავალშიც შეუწყობს ხელს თავის ბენეფიციარებს პატიმრობის პერიოდში ჰქონდეთ გარკვეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ციბაძემ.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მადინა მაყაშვილის თქმით, მიკრო ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით მსჯავრდებულები გათავისუფლების შემდეგაც ისარგებლებენ.

„შემოსავლების სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების საქმიანობისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს. ეს სტატუსი მათ საშუალებას მისცემს არ გადაიხადონ გადასახადები იმ შემოსავალზე, რომელსაც მიიღებენ მათ მიერ ხელნაკეთი ნივთების ონლაინმაღაზიის საშუალებით რეალიზაციისას. ისინი გათავისუფლები იქნებიან სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგანაც“, - განაცხადა მადინა მაყაშვილმა.

მსჯავრდებულთა განცხადებით, მსგავსი სახის ინიციატივები მათ მიერ დამზადებული ნივთების რეალიზაციას უწყობს ხელს, შეღავათების მინიჭება კი, მათთავის ძალიან მნიშვნელოვანია. მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში სამკაულებს, თექის ნაწარმს, ხის ნაკეთობებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ამზადებენ, ასევე, წერენ და ქარგავენ ხატებს. სწორედ მათ მიერ დამზადებული ნივთების რეალიზაციის მიზნით ფუნქციონირებს ონლაინმაღაზია online.moc.gov.ge.

სასჯელაღსრულების სამინისტრო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულთა დასაქმებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ნოვაციურ პროექტებს მომავალშიც განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41