ანჯელინა ჯოლი მეშვიდე შვილის აყვანას გეგმავს, რომლის მამა ინგლისელი იქნება

ოთხშაბათი, 26 აპრილი, 2017 - 00:07

ჰოლივუდის ვარსკვლავი და საზოგადო  აქტივისტი ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთი შვილის აყვანას გეგმავს. Celebrity Insider-ის ინფორმაციით, ბავშვის  მამა  ინგლისელი იქნება, რომელსაც მსახიობი მალულად ხვდება.

გამოცემის ცნობით,  ჯოლი  დიდი ხანია ფიქრობდა კიდევ ერთი შვილის აყვანაზე, მაგრამ ბრედ პიტი წინააღმდეგი იყო. მისი აზრით, ოჯახში  საკმარისი შვილები ჰყავდათ და კიდევ ერთის აყვანა სხვა ბავშვებს ზიანს მიაყენებდა, რადგან მშობლების ყურადღება მოაკლდებოდათ.

გამოცემის წყაროს მიხედვით, ახლა, როდესაც ჯოლი პიტს შორდება, ბავშვის აყვანაზე გადაწყვეტილება მიიღო და მხარდაჭერა  ინგლისელისგან აქვს, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება.

ანჯელინა თავის ახალ ბოიფრენდს დიდი ხანია იცნობს, თუმცა მასთან შეხვედრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქმართან განქორწინება  გადაწყვიტა.

ახალ მეგობარს პოლიტიკური ამბიციები აქვს და ჯოლი იმედოვნებს,  რომ ჰოლივუდიდან  პოლიტიკურ ასპარეზზე გასვლაში დაეხმარება, რათა მის ცხოვრებაში  ახალი ეტაპი დაიწყოს.

 შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლის და ბრეტ პიტს  ექვსი შვილი ჰყავთ -  15 წლის მედოკს შივანი, 13 წლის პაკს ტიენი, 12 წლის ზახარა მარლი, 10 წლის შაილო ნუველი,  8 წლის ტყუპები - ნოკს ლეონი და ვივიენ მარშელინი. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5