პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

სამშაბათი, 25 აპრილი, 2017 - 16:39

 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია ხმლით ფარიკაობაში. ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალია 45:36 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხმლით ფარიკაობაში გუნდური ჩემპინატი მოიგეს 23-წლამდელებს შორის.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პირველობის 1/2 ფინალში ქართველმა მოფარიკავეებმა რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები 45:41 დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ შეძლეს ფინალში გასვლა. რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ფარიკაობს - მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, სადაც რუსეთთან 38:45 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5