სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში ეხმარება

სამშაბათი, 25 აპრილი, 2017 - 16:45

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო მოქალაქეებს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს სთავაზობს. მედიაცია საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლო დავის გარეშე მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

დავის შემთხვევაში, მოქალაქეს თავისუფალი არჩევანი აქვს: ისარგებლოს მედიაციის, მათ შორის სანოტარო მედიაციის მომსახურებით, თუ მიმართოს სასამართლოს და სადავო საკუთრების უფლება იქ დაიცვას. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, განხორციელებული მედიაცია სრულიად უფასოა. მოქალაქის თანხმობით, სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაციას თავად უნიშნავს.

დღეის მდგომარეობით, მედიაციით 180 –ზე მეტი კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწების მარტივად დარეგისტრირება შეძლეს.

საჯარო რეესტრს ამჟამად მოქალაქეებისთვის 100-ზე მეტი მედიაცია სხვადასხვა ნოტარიუსთანა აქვს დანიშნული. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარეობს. უპრეცენდენტო რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. რეფორმის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. პროექტში ჩართული მედიატორი ნოტარიუსებისა და მედიატორების შესახებ მონაცემები იხ.  http://napr.gov.ge/p/1467

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55