მზიურის კორტები ჩოგბურთის ფედერაციას გადაეცა

სამშაბათი, 25 აპრილი, 2017 - 14:25

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მზიურის კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას. ტერიტორიას არ შეეცვლება სპორტული პროფილი და განკუთვნილი იქნება ჩოგბურთისთვის.

ხელშეკრულების თანახმად, ყველა ასაკობრივი ნაკრები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებს კორტით. ყოველწლიურად ჩატარდება საქართველოს პირველობის ტურნირი ოთხ ასაკობრივ ჯგუფში. უზრუნველყოფილი უნდა იყოს "დევისისა" და "ფედერაციის" თასის გათამაშების შეხვედრები.

მზიურის საჩოგბურთო კომპლექსი 9 ღია და 2 დახურული კორტისგან შედგება. არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, ფედერაცია მოაწყობს საოფისე ფართს, სავარჯიშო დარბაზს, კვების ობიექტს, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზიას, გადახურავს 2 საჩოგბურთო კორტს. შეიქმნება 40 სამუშაო ადგილი.

ფედერაცია ვალდებულია განახორციელოს 500 000 ლარის ინვესტიცია. ეს არის საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული მორიგი პროექტი. ეს მეთოდი წარმატებული გამოდგა წინა შემთხვევებში. მაგალითად, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერია, წარმატებები აქვს ძიუდოს აკადემიასაც. საქართველოს მთავრობა მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41