შსს-ს აკადემიაში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის ხუთდღიანი სემინარი დაიწყო

სამშაბათი, 25 აპრილი, 2017 - 11:16

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის ხუთდღიანი სემინარი დაიწყო. სემინარი შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ გახსნეს.

გივი მიქანაძე ტრენინგის მონაწილეებს აკადემიის სამომავლო გეგმებზე, დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიასა და პრინციპებზე ესაუბრა. როგორც რექტორმა აღნიშნა, აკადემიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საერთაშორისო სატრენინგო პროგრამების განვითარება წარმოადგენს, რაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს სასწავლო კურსების საქართველოში გავლის საშუალებას აძლევს.

თეა პერტაიამ ყურადღება პოლიციასა და მედიასაშუალებებს შორის ურთიერთობების სტანდარტებზე გაამახვილა და სასწავლო პროგრამის ძირითადი ასპექტები მიმოიხილა. სწავლება მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავს, რომლებსაც აკადემიის პროფესორები, ინსტრუქტორები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან.

სემინარის მთავარი თემებია: ადამიანის უფლებები; პოლიციის ეთიკის კოდექსი; პერსონალური მონაცემები, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი; პირადობისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება - პირველადი ინსპექტირება; კიბერდანაშაული; ოჯახში ძალადობა; გენდერული თანასწორება; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; კრიმინალისტიკა და მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები.

სწავლების განმავლობაში ჟურნალისტები აკადემიის ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, ასევე, სხვადასხვა იმიტირებულ და ტაქტიკურ სავარჯიშოებში მიიღებენ მონაწილეობას. სასწავლო კურსის მიზანია საპოლიციო განათლების საკითხებში ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44