ყველაზე ჯანმრთელი და ბედნიერი ხალხი მთელ მსოფლიოში, რომლებიც არ ავადდებიან და 120 წლამდე ცოცხლობენ

ორშაბათი, 24 აპრილი, 2017 - 23:21

მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  ყველაზე ჯანმრთელი და ბედნიერი ხალხი მთელ მსოფლიოში, რომლებიც არ ავადდებიან და 120 წლამდე ცოცხლობენ, ჰუნზები აღმოჩნდნენ. ყველა ჰუნზა ჯანმრთელია და მათ მხოლოდ ძვლების მოტეხილობა ან თვალის ანთება თუ შეაწუხებთ. 

მათი სიცოცხლის საშუალო  ხანგრძლივობა 110-120 წელს შეადგენს, გამოირჩევიან  ლამაზი, თხელი სხეულით და მაღალი შრომისუნარიანობით. ას წლამდე ენერგიულად აღწევენ,  65 წლის ქალს შვილის გაჩენა შეუძლია. ბანაობენ ყინულიან წყალში.

მცირერიცხოვანი ტომი, რომელთა რაოდენობა მხოლოდ 15 ათას ადამიანს შეადგენს, სამხედრო ექიმმა მაკ-კარისონმა ინდოეთისა და პაკისტანის საზღვართან აღმოაჩინა.

როგორც აღმოჩნდა,  ჰუნზები ბუნებრივ და  ჯანმრთელ საკვებს ღებულობენ, ჭამენ ცოტას,  მათი საკვები ძალიან დაბალკალორიულია, თუმცა სრულად შეესაბამება ადამიანის ორგანიზმის  ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ძირითადად იკვებებიან გარგარით, განსაკუთრებით უყვართ მისი კურკები,  მარცვლეულით, ალუბლით, ატმით, ქლიავით. როგორც  ცნობილია, ვიტამინ B17-ს აქვს თერაპიული ეფექტი და კიბოს უჯრედებს ანადგურებს. ზამთარში მათ ძირითად საკვებს ჩირი წარმოადგენს.

 ისინი ცხოვრობენ მთიან რელიეფზე, რომელიც  მოკლებულია ნოყიერ ნიადაგს, ტყეებს და წყაროებს. თუმცა, ტყის ნაცვლად აქვთ ხეხილის ბაღები, მინდვრების ნაცვლად  ბოსტნეულისა და კარტოფილის ნათესები, წყალს კი ოქროს ფასი აქვს და წვიმის დროს ან არხებში აგროვებენ.

ძროხები, თხები და ცხვრები ცოტა ჰყავთ, რძითა და ხორცით იშვიათად იკვებებიან.

ზაფხულში ბუნებაში ცხოვრობენ, ზამთარს ქვის სახლებში, ცხოველებთან ერთად ატარებენ, სადაც ფანჯრები არ არსებობს,  მათ არ აქვთ შეშა, საკვების მოსამზადებლად იყენებენ ტოტებს და ფოთლებს. ცხოვრობენ  ცხელი წყლის გარეშე და არ ხმარობენ საპონს. უმრავლესობამ არ იცის წერა-კითხვა და მხოლოდ ტომის ლიდერების შვილები თუ სწავლობენ რელიგიურ სკოლაში.

ამ ხალხისთვის აქსიომაა, რომ ქორწინება ახლო ნათესავებს შორის მავნეა და  გავლენას ახდენს ადამიანის  ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ქორწინდებიან მხოლოდ თავიანთი ტომის წარმომადგენელზე, მათ ძარღვებში "სხვა სისხლი" არ ერევა.

"ჰუნზებს ნერვები ძლიერი აქვთ, როგორც თოკი და თხელი და ფაქიზი, როგორც სიმი. ისინი არასოდეს არ ბრაზდებიან და არ ჩივიან, არ ნერვიულობენ  და არ იჩენენ მოუთმენლობას, არ ჩხუბობენ ერთმანეთში და სრული სულიერი სიმშვიდით გადააქვთ  ფიზიკური ტკივილი, პრობლემები, ხმაური და ასე შემდეგ", - წერს მაკ-კარისონი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4