სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სპორტსმენებთან ერთად ანტინიკოტინური კამპანია დაიწყო

ორშაბათი, 24 აპრილი, 2017 - 18:51

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად „ანტინიკოტიკური კამპანიის“ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.

კამპანიას მხარს უჭერენ მოქმედი გამოჩენილი ქართველი სპორტსმენები, ეროვნული ნაკრების წევრები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, რომელთა მოწოდებებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კამპანიის მიზნების განხორციელებაში.

კამპანიის მთავარ მიზანია მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ასევე, მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დადასტურებულია სხვადასხვა დროს ჩატარებული კვალიფიციური კვლევებით.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება შესაბამისი ბანერების, ვიდეორგოლების, ფლაერების და სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ასევე მოეწყობა რამდენიმე „ანტინიკოტიკური“ ღონისძიება, რომელშიც სპორტსმენებთან ერთად ჩაერთვებიან პოლიტიკოსები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42