Sputnik-ის ფოტოჟურნალისტს World Press Photo გადაეცა

ორშაბათი, 24 აპრილი, 2017 - 15:41

 ამსტერდამში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კონკურსის World Press Photo-ს ვერსიით, 2017 წლის საუკეთესო ფოტოგრაფების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. Sputnik-ის ფოტოჟურნალისტმა, მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა ვალერი მელნიკოვმა ნომინაციაში „გრძელვადიანი პროექტები" ფოტოსერიისთვის „უკრაინის შავი დღეები" ჯილდო მიიღო.

World Press Photo-ს კონკურსში თავისი ფოტოგრაფების ოსტატობის საერთაშორისო აღიარებას Sputnik-ი ზედიზედ მეორე წელია იღებს. ერთი წლის წინ პრესტიჟული პრიზი მიიღო ფოტოჟურნალისტმა ვლადიმირ პესნიამ და მისმა ფოტოსერიამ „ჰოკეი ვეტლუგაში".

Sputnik-ის ფოტოკორესპონდენტის გარდა, 2017 წელს World Press Photo-ს პრემიები კიდევ სამ რუს ფოტოჟურნალისტს გადაეცა, მათ შორის არიან ანდრეი სტენინის სახელობის 2015 წლის ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის გრან-პროს გამარჯვებული ელენა ანოსოვა, მან ნომინაციაში „ყოველდღიური ცხოვრება" მიიღო ჯილდო პროექტისათვის Не по пути; საგამომცემლო სახლ „კომერსანტის" ფოტოკორესპონდენტი კრისტინა კორმილიცინა, რომელმაც ნომინაციაში „ადამიანები" ფოტოსურათისთვის „ერთგულება" მესამე ადგილი მოიპოვა, და ფოტოჟურნალისტი, პულიტცერის პრემიის მფლობელი სერგეი პონომარიოვი, რომელმაც მოიპოვა მეორე ადგილი ნომინაციაში „ზოგადი სიახლეები", გაზეთ New York Times-თვის გადაღებული ფოტოსათვის, რომელზეც ერაყყული ოჯახია აღბეჭდილი, რომელიც მოსულიდან გარბის.

„სამი წლის განმავლობაში უკრაინაში მივლინებებში დავდიოდი, ვიღებდი, ვაანალიზებდი მიმდინარე მოვლენებს, ვფიქრობდი, რისი თქმა მინდოდა ამ ფოტოებით. უბრალოდ კი არ ვაფიქსირებ მოვლენებს, თითოეულ კადრს გარკვეულ აზრს ვანიჭებ იმისათვის, რომ ადამიანი ფოტოზე და თავად მოვლენაზე დაფიქრდეს. მოხარული ვარ, რომ ჩემ ნამუშევრებს ფოტოჟურნალისტიკის მეტრებმა ასეთი მაღალი შეფასება მისცეს", - განაცხადა ვალერი მელნიკოვმა.

Sputnik-ის სპეციალური ფოტოკორესპონდენტი ვალერი მელნიკოვი ფოტოჟურნალისტიკის სფეროში უამრავი პრესიჟული ჯილდოს მფლობელია. მისი ნამუშევრები შორტ-ლისტებშია შეტანილი და მრავალი საერთაშორისო და რუსული ფოტოკონკურსების გამარჯვებულია, მათ შორის, Magnum-ი, Pictures of the Year International-ი, Sony WAP 2015, Bourse du Talent 2016, Days Japan International Photo Journalism Award 2015, China International Press Photo Contest 2013,2014, 2015, 2016, World Report Award 2015, Vilnius Photo Circle 2015, Professional Photographer of the Year 2014, KOLGA TBILISI PHOTO 2015, „ვერცხლის კამერა 2013" და მრავალი სხვა.

World Press Photo — ფოტოჟურნალისტიკის ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ყოველწლიური პრემიაა. 2017 წლის კონკურსზე 125 ქვეყნის ფოტოგრაფების მიერ გადაღებული 80000 ფოტოა წარდგენილი.

World Press Photo-ს ლაურეატების ფოტოგამოფენა 45 ქვეყანაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41