თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტს შეხვდება

ორშაბათი, 24 აპრილი, 2017 - 15:18

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში 25 აპრილს ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტს შეხვდება და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულების შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას მიაწვდის.

„მე, როგორც კომისიის მდივანს, ბუნებრივია, სურვილი მაქვს შეხვდე და შემაჯამებელი ინფორმაცია მივაწოდო ვენეციის კომისიას როგორც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ბოლო ეტაპის, ისე იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ ორი დღის წინ დაამტკიცა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნის თქმით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის ინიცირებასთან ერთად როგორც კი პროექტის ინგლისური ვერსია მზად იქნება, პარლამენტი ოფიციალურად გაუგზავნის კანონპროექტს ვენეციის კომისიას ექსპერტიზისთვის.

„ჩვენ რომ არ მივიღოთ არც ჩვენი და არც სხვისი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და ქვეყნისთვის საუკეთესო კონსტიტუცია გვქონდეს, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ამოსავალი არის ვენეციის კომისიის ობიექტური ექსპერტების მოსაზრება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში 24-28 აპრილს სტუმრობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5