უწყებათშორისი სწავლება „ინფო 2017" დაიწყო

ორშაბათი, 24 აპრილი, 2017 - 15:14

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017" დაიწყო.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელიც გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება, წელს უკვე მესამედ ტარდება. სწავლების მონაწილეებს სიტყვით J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიმართა და წარმატება უსურვა.

„ინფო 2017"-ის მონაწილეები შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა მამა დავით ლონდარიძემ დალოცა. სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით ჰიბრიდული ომის პირობებში საინფორმაციო ოპერაციების წარმოების პრინციპების და კოორდინაციის დახვეწაა.

„ინფო 2017" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2017" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ერთკვირიანი სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5