ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

ორშაბათი, 24 აპრილი, 2017 - 15:05

 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანს, გუბერნატორ სეიფულაჰ ჰაჯიმუფტუოღლუს შეხვდა.

ერთსაათიანი შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შეფასებისას, განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა. ამ კონტექსტში, მხარეებმა თურქეთსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანმშრომლობის მომავალი გეგმები განიხილეს.

უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად შეხვედრას მდივნის მოადგილე ალექსი ბარბაქაძე, უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბრაგვაძე, საბჭოს აპარატის უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვასილ კუჭუხიძე და თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა ესწრებოდნენ.

თურქულ მხარეს უშიშროების მდივანთან ერთად წარმოადგენდნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ზეკი ლევენტ გუმრუქჩუ, თურქეთის უშიშროების საბჭოს კვლევისა და შეფასების დეპარტამენტის დირექტორი ატა ატალაი, ევრაზიის ჯგუფის უფროსი ელჩინ ტესქანი, გენერალური მდივნის მრჩეველი მურატ ატეში და თურქეთის საელჩოს მესამე მდივანი გიზემ შენი.

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი, გუბერნატორი სეიფულაჰ ჰაჯიმუფტუოღლუ საქართველოში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დავით დონდუასთან, თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსთან დავით სუჯაშვილთან, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან მინდია ჯანელიძესთან, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41