სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

ორშაბათი, 24 აპრილი, 2017 - 12:58

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად გატარებული საგამოძიებო- ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა.

საქმე ეხება ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახისგან, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების მცდელობას. გამოძიების შედეგად დადგენლი პირები შენიღბულად, მოგონილი სახელებითა და კონსპირაციის დაცვით მოქმედებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა გატარებული ქმედითი საგამოძიებო, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამივე დაკავებულს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამივე ბრალდებულს, 1968 წელს დაბადებულ გ.ხ-ს, 1952 წელს დაბადებულ ვ.ბ-ს და 1950 წელს დაბადებულ ჯ.შ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5