ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღი ახლა ავსტრალიისკენ მიმართა

, 23 აპრილი, 2017 - 20:58

თუ ავსტრალია გააგრძელებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ჩრდილოეთ კორეის  იზოლირების მცდელობაში,  ეს იქნება თვითმკვლელი ნაბიჯი და  ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული ძალები მის ტერიტორიაზე ბირთვულ დარტყმებს განახორციელებს, - წერს The Guardian ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.

აღნიშნული მუქარა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯული ბიშოპის  ბოლო გამოსვლის საპასუხოდ გაკეთდა.

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ავსტრალიელ დიპლომატს ურჩევს, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდეს შედეგების შესახებ, რაც მის უგუნურ ბრალდებებს მოჰყვება. 

ჯული ბიშოპმა განცხადება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციების შესახებ გააკეთა, რომელიც მსოფლიოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და  არ გამორიცხა ახალი სანქციების დაწესება.

დღესვე, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი განცხადება, რომ ჩრდილოეთ კორეა  "დიდ საფრთხეს უქმნის მეზობლებს" და  თუ მისი შეკავება არ მოხდა, საფრთხე უფრო მეტ რეგიონს, მათ შორის ავსტრალიასაც დაემუქრება.

"ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა  ფული მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში კი არ უნდა დახარჯოს, არამედ თავისი მრავალტანჯული ხალხის ცხოვრების პირობები უნდა გააუმჯობესოს", - დასძინა ბიშოპმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45