ამერიკული ავიამზიდი Carl Vinson იაპონიის ზღვისკენ მიემართება

, 23 აპრილი, 2017 - 16:27

აშშ საზღვაო საავიაციო ჯგუფი, ავიამზიდ Carl Vinson-ის მეთაურობით, იაპონიის ზღვაში  აპრილის ბოლოს იქნება. ამის შესახებ  შაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა  მაიკლ პენსმა  ავსტრალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც  აზიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

პენსი  რეგიონის ლიდერებთან  ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების საკითხს განიხილავს.

პენსის  თქმით,  კორეის ნახევარკუნძულზე ჯერ კიდევ შესაძლებელია  მშვიდობიანად საკითხის გადაჭრა, რადგან ვაშინგტონი პეკინთან ურთიერთობებს ალაგებს.

ჩრდილოეთ კორეა და შეერთებული შტატები ბოლო დროს ერთმანეთის მიმართ მკაცრ განცხადებებს აკეთებენ. ჩრდილოეთ კორეა ამერიკას აფრთხილებს, რომ ის  ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო ბირთვულ დარტყმას საკუთარი დარტყმებით უპასუხებს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემის მოგვარების პირობას დებს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42