წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა

, 23 აპრილი, 2017 - 13:52

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ჯვარში 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანებულია 30 ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში. ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილზე გაეცნო. ლევან შონიას, განცხადებით აღდგენითი სამუშაობი დღესვე დაიწყება. ამ დროისთვის გზები დაზიანებული ხეებისგან მოსუფთავდა, წაქცეული ხეები იჭრება ეზოებსა და პარკებში. სამუშაობში ადგილობრივ მინიციპალიტეტთან ერთად აქტიურადაა ჩართული საგანგებო სიტუაციების სამსახური.

სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, როელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. საგანგებო შტაბის სხდომაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუბერნატორს არსებული ვითარება გააცნეს. წალენჯიხაში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეცაილური კომისია.

„ეს არი ზალიან მნიშვნელოვანი ზარალი, თუმცა აღდგენით სამუშაოებს ხვალ დილიდანვე დავიწყებთ, მანადე კი დღესვე მოხდება დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვა. სოფელ ჭალეში დაზიანებულია სკოლა, ვესუბრეთ განათლების სამინისტროს და ხვალიდანვე დაიწყებენ დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციას. გვაქვს აქტიური კავშირი „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ და ყველა დაზიანებულ ადგილებზე მათი ბრიგადები მუშაობენ, თავიდანვე გათიშული იყო 9 ათასამდე აბონენტი, თუმცა ამჟამად დარჩენილია 4 ათასი აბონენტი, რომელებსაც დღის ბოლომდე ელექტრომომარაგება აღუდგებათ. კომისია მივიდეს ყველა დაზარალებულ სახლში, გადაიღეთ, დაითვაეთ ზარალი და კერძო სახლების შემთხვევში ჩვენ მათ სამშენებლო მასალით დავეხმარებით“ - არნიშნა საგანგებო შტაბის სხდომაზე გუბერნატორმა.

საგანგებო შტაბის სხდომას გუბერნატორის მოადგილე, წალენჯიხის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციული ერთულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5