შსს-ს ძიუდოს კლუბის სპორტსმენები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

, 23 აპრილი, 2017 - 13:36

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება ძიუდოში, ქალაქ ვარშავაში საქართველოს ჰიმნით დაიხურა. შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებმა - გურამ თუშიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი ძიუდოისტების ტიტული მოიპოვეს.

წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ქართველი სპორტსმენები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. გურამ თუშიშვილი - ოქროს, ხოლო ადამ ოქრუაშვილი - ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენები, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაზეც იასპარეზებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“ 2014 წლის მაისში, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაარსდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

შსს-ს სპორტული კლუბების წევრები მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46