სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს მხარი დაუჭირა

შაბათი, 22 აპრილი, 2017 - 20:39

 ჩვენ დღეს მხარი დავუჭირეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დოკუმენტს, რომლითაც ფუნდამენტურად იცვლება მმართველობის სისტემასთან დაკავშირებული რეგულაციები საქართველოს კონსტიტუციაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს 43 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ხელისუფლება საკუთრი ხელით იზღუდავს სუბიექტურ გარანტიებს.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცვლილებები მმართველი გუნდის სუბიექტურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამ სულისკვეთებით არის ჩამოყალიბებული დოკუმენტი. პარლამენტის მხრიდან ჩვენს წინაშე დასახული იყო ორი ამოცანა. პირველ რიგში ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და ეს მიზანი არის ზედმიწევნით მიღწეული. რაც შეეხება მეორე მიზანს, ეს იყო ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის შექმნა სტაბილური, პლურალისტური, დემოკრატიული საპარლამენტო მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის. მეორე მიზანიც ზედმიწევნით მიღწეულია. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, პარლამენტში ამ დოკუმენტს მხარდაჭერა ექნება“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ ცვლილებების დაახლოებით 70-80 პროცენტი, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახა, ეკუთვნოდა სწორედ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოებს.

„ასეთი ჩართულობის და ინკლუზიურობის მასშტაბი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიების მუშობის ჩვენს მოკლე ისტორიას არ ახსოვს. ფართო ჩართულობის საფუძველზე ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და რომელიც აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის მოდელს, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საარჩევნო სისტემის დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლებები ყოველთვის საარჩევნო სისტემას საკუთრი სუბიექტური ინტერესებისთვის ცვლიდნენ და საარჩევნო სისტემა არის სწორედ მთავარი ფუნდამენტური მიღწევა წარმოდგენილი ცვლილებების.

„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. ჩვენ პირველად გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ. ეს პროპორციული სისტემა საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ გამორიცხული იქნება ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ქართულ რეალობაში გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენს მიერ შემოთავაზებული საპარლამენტო საარჩევნო სისტემა გამორიცხავს ყოველგვარ ჭარბ უმრავლესობას, მით უმეტეს საკონსტიტუციო უმრავლესობას. საარჩევნო სისტემა არის სწორედ მთვარი ფუნდამენტური მიღწევა იმ ცვლილებების, რომელიც ჩვენს მიერ არის შემოთავაზებული“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტი ინიციატივის წესით საქართველოს პარლამანტში მომდევნო კვირის განმავლობაში შევა, არაუგვიანეს მომდევნო კვირის ხუთშაბათისა. ამის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა უნდა ჩამოაყალიბოს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია და ამ კომისიის ფორმირების შემდეგ დაიწყება შეხვედრები რეგიონებში.

„ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას კონსტიტუციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღემდე საზოგადოებას მიეწოდებოდა მხოლოდ და მხოლოდ არსებითად დამახინჯებული ინფორმაცია იმ ცვლილებების თაობაზე, რომლებიც კონსტიტუციაში შედის. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოება სწორად ჩავაყენოთ საქმის კურსში ცვლილებებთან დაკავშირებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ სხვადასხვა ფორმით საყოველთაო -სახალხო განხილვის ფარგლებში“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს დოკუმენტის განხილვა დასრულდება, დაიწყება საპარლამენტო განხილვები და პარლამენტი ივნისის თვის განმავლობაში ორი მოსმენით გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას და მიღებას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება მისი ინიცირებისთანავე ანუ მომდევნო კვირის განმავლობაში და კონსტიტუციური კონონის პირველი და შემდეგ მეორე მოსმენით მიღებამდე, პარლამენტს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ექნება.

„ვენეციის კომისიას ექნება დაახლოებით ერთი თვე საკუთარი დასკვნის მოსამზადებლად და ვიდრე საპარლამენტო განხილვები დაიწყება, ანუ ივნისის თვემდე, ჩვენ გვექნება ვენეციის კომისიის ჯერ წინასწარი დასკვნა და 15 ივნისისთვის კი, ვენეციის კომისია გეგმავს უკვე თავის პლენარულ სხდომაზე საბოლოო დასკვნის დამტკიცებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციურ კონონს პირველი და შემდეგ მეორე მოსმენით, მანამდე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა გვექნება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველა შენიშვნა, რომელიც იქნება გამოთქმული ვენეციის კომისიის მხრიდან, ყველა სამართლებრივი შენიშვნა იქნება ბოლომდე გაზიარებული და ასახული პროექტში. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ და ამ სიტყვას, ბუნებრივია არ გადავალთ. ეს არის ჩვენი პოზიცია. აქედან გამომდინარე, დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის საფუძველზე უკვე პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციის გადასინჯვის თაობაზე “,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42