ავღანეთიდან ქართველი სამხედროების მორიგი ნაწილი დაბრუნდა

შაბათი, 22 აპრილი, 2017 - 12:28

 საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეორე ნაკადი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დღეს დილით ავღანეთიდან დაბრუნდა.

სამხედრო აეროდრომზე ბატალიონის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე დახვდნენ.  32-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდება.

ქართული სამშვიდობო დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულა. ქართული ბატალიონის ფუნქციას ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

სამშვიდობო მისიის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა ფარვანის პროვინციის მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს და ხელმძღვანელობის მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს. 

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23- ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55