ავღანეთში სამხედრო ბაზას თალიბები თავს დაესხნენ, დაღუპულია ათობით სამხედრო

შაბათი, 22 აპრილი, 2017 - 12:10

 ავღანეთის სამხრეთით,  მაზარ-ი-შარიფის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხედრო ბაზაზე თალიბანის მებრძოლების თავდასხმას სულ მცირე 140 ავღანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ეს არის ყველაზე დიდი მსხვერპლი ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ტერორისტები სამთავრობო ჯარისკაცების ფორმაში იყვნენ გადაცმულები.

 ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით,  სულ მცირე 140 ჯარისკაცია დაღუპული, არიან დაჭრილები და ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება, -  წერს  Reuters-ი.

 ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმა  იმ დროს მოხდა, როდესაც ჯარისკაცები პარასკევს ლოცვის შესრულების შემდეგ მეჩეთიდან  ბაზის ტერიტორიაზე გამოვიდნენ.

 თავის მხრივ, თალიბები აცხადებემ, რომ მათ თვითმკვლელი გამოიყენეს და მათი მიზანი ბაზის  გარე პერიმეტრის გარღვევა იყო.

ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თალიბებმა  ათზე მეტი მებრძოლი დაკარგეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5