ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ბიზნესდელეგაციას მიმართა, გამოიყენოს თანამშრომლობის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა

პარასკევი, 21 აპრილი, 2017 - 12:54

უნგრეთის დელეგაციას გთხოვთ, აღიქვათ საქართველო სანდო, მდგრად ქვეყანად, რომელსაც გააჩნია მტკიცე საგარეო პოლიტიკა, რაც არის ძალიან ხელშემწყობი ფაქტორი თქვენი ბიზნესაქტივობისთვის. მე მოვუწოდებ უნგრეთის ბიზნესდელეგაციას, გამოიყენოს თანამშრომლობის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უნგრეთის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში მინდა უნგრეთის დელეგაციას გავუზიარო ვიზიტის შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები და დავარწმუნო ისინი, რომ საქართველო მართლაც სტაბილური ქვეყანაა. გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობამდე ასევე ეკავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, გახლავთ, მართლაც, ყველაზე წარმატებული მინისტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ის ცნობილია ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარებით და ფაქტია, რომ ძალიან წარმატებული პოლიტიკური ფიგურაა. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, მე დავრწმუნდი, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გაატაროს მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები. მე ვაღიარებ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია საგადასახადო სისტემის მოდერნიზებისკენ. მოხდა განათლების სიტემის ფორმირება, დაკმაყოფილდა ეკონომიკური საჭიროებები განათლების შესაძლებლობების წყალობით და სხვა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, მოგვარდა ბიუროკრატიის პრობლემები. ის შედეგები, რომლებიც თქვენს ქვეყანაში ვიხილეთ, გვაძლევს საფუძველს, რომ ვთქვათ: საქართველო არის კარგი მაგალითი უნგრეთისთვის," - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ და მტკიცე კულტურულ კავშირებს.

„თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები მსოფლიოში, რომელთანაც შეიძლება ითქვას, რომ არანაირი კონფლიქტი არ არსებობს წარსულში. საქართველოსა და უნგრეთს შორის არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს და არც არსებულა. ამიტომ, მოდით ვიფიქროთ უფრო მეტად მომავალზე. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ფიქრობს მომავალ ურთიერთობებზე. ეს არის თავისუფალი აზროვნების ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის სუვერენიტეტისკენ და გააჩნია უმაღლესი კულტურა. უნგრელებს გვსურს, რომ ვიფიქროთ იგივე მიმართულებით, იგივე გზით. ფაქტობრივად საქართველოს ამბიციები არის ახლოს ჩვენი ქვეყნის ამბიციებთან. ჩვენ პოლიტიკოსებმა ყველაფერი ვცადეთ, რაც შეგვეძლო ამ თანამშრომლობის ხელშესაწყობად. ახლა ჯერი ბიზნესზეა, თქვენი აქტივობები არის ღია, ხოლო პოლიტიკური ურთიერთობა სრულყოფილი," - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმართება და მას უნგრეთისა და საქართველოს წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39