დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე - გიორგი გახარია

პარასკევი, 21 აპრილი, 2017 - 14:16

საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის  ფარგლებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართა,  რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  გიორგი გახარიამ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ გახსნეს. 

ფორუმის  ფარგლებში ქართულ და უნგრულ კომპანიებს შორის თემატური პანელები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. უნგრეთის დელეგაციაში წარმოდგენილები არიან კომპანიები ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა  ენერგეტიკა,  მშენებლობა,  ინჟინერია, წარმოება, სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და საკონსულტაციო მომსახურება.

„ფორუმზე უნგრული კომპანიები კონკრეტული დარგების მიხედვით არიან წარმოდგენილნი. ეს იქნება ძალზე პრაგმატული შეხვედრა ბიზნესებს შორის, რომელსაც, თავის მხრივ, სამთავრობო დელეგაციები დაუჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე. უნგრული მხარე ძირითადად დაინტერესებულია გადამამუშავებელი წარმოებით, მშენებლობით, წყლის რესურსების მართვით და ფარმაცევტიკით“ –განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდება.

„მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების ურთიერთდაცვისა და წახალისების მემორანდუმია. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს გამართული შეხვედრები მომავალში უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო პარტნიორია.

,,შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ ვართ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერები. ახლა საჭიროა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობაც, ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით უმაღლეს საფეხურზე ავიდეს. ჩვენ ხელს ვაწერთ ერთობლივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმებას იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთთანამშრომლობას. ასევე უნგრული ბანკის საშუალებით ვხსნით 85 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზს,-‘’განაცხადა პიტერ სიიარტომ.

საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმს სამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეორე პანელში ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიკტორ ორბანმა მიმართეს.

ფორუმის ორგანიზატორები არიან  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და უნგრეთის სავაჭრო სახლი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42