DIB სკოლასა და RUSI-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

პარასკევი, 21 აპრილი, 2017 - 12:32

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და ბრიტანულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და RUSI-ის დირექტორმა რაფაელო პანტუჩიმ მოაწერეს.

დოკუმენტი გამოცდილების გაზიარებას, ბრიტანელი ექსპერტების ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს DIB-ის, თავდაცვის უწყებისა და ბრიტანული ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ. დოკუმენტზე ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ყურადღება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობასა და მნიშვნელობაზე გამახვილდა. საუბარი თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხო.

ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს. დღესვე, ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა RUSI-ის უფროსი მკვლევარის, დოქტორ იგორ სუტიაგინის ლექციას უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42