საქართველოს მხარე არასათანადოდ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას - გიორგი თევზაძე ევროსასამართლოს საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს

პარასკევი, 21 აპრილი, 2017 - 12:11

უფლებადამცველი და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე  ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს  ასაჯაროებს.

„მედია საშუალებებით საზოგადოებისათვის ცნობილია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულების თაობაზე, რომელიც უკავშირდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას. ერთ–ერთ ასეთ ქეის წარმოადგენს შპს „იზას“ სასარგებლოდ ევროსასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს მიერ, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების წინასწარი ანალიზით იკვეთება საქართველოს მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასათანადო აღსრულება, რადგან ევროსასამართლოს 2005 წლის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ შ.პ.ს. „იზას“ მიმართ საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ 2007 წელს დარიცხული იქნა საბიუჯეტო დავალიანება იმ საფუძვლით, რომელზეც ნამსჯელი აქვს ევროსასამართლოს და გამოტანილი გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობა დაეკისრა სახელმწიფოს.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა 2017 წლის თებერვლისა და მარტის თვეში რამდენიმე წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ევროსასამართლოში წარმოადგენს საქართველოს მხარეს, რათა გაგვერკვია შპს „იზას“ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა ეს წერილები, ისევე როგორც უპასუხოდ იქნა დატოვებული შპს „იზას“ დირექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს სახელზე უფრო ადრე გაგზავნილი წერილი, რაც თავის მხრივ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს...

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება უფრო სარწმუნოს ქმნის იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს მხარე არასათანადოდ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ვითარების ფონზე, არსებობს სათანადო წინაპირობები იმისათვის რომ დავაყენოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებელი პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს პრემიერ–მინისტრის წინაშე, რადგან აშკარაა, რომ ზემომითითებული და მსგავსი კაზუსები მთლიანობაში ქმნის საშიშ პრეცედენტს საზოგადოებისათვის და ხელს უწყობს ცალკეული სახელმწიფო უწყებების მხრიდან თვითნებობის წახალისებას.

შეუძლებელია საქართველოში კანონის უზენაესობაზე მსჯელობა და ამ პროცესის ხელშეწყობა, თუ არ იქნება აღმოფხვრილი ზემომითითებული და მსგავსი პრეცედენტები. ჩვენ გავაგძელებთ ამ საქმის საზოგადოებრივ მონიტორინგს და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებზე“, – აღნიშნულია უფლებადამცველისა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43