ვაშინგტონი მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტისთვის

ხუთშაბათი, 20 აპრილი, 2017 - 13:00

ტელეარხ TMJ4-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ უარყო, რომ  ვაშინგტონი მზადაა ჩრდილოეთ კორეათან კონფლიქტისთვის.

"შეშფოთების საფუძველი უნდა გვქონდეს, ჩვენ არ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე ",  - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა აღიარა, რომ "თვალები  გაახილა", თუ რა ხდება კორეის ნახევარკუნძულზე, როდესაც ბოლო  დროს  ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა. მისივე თქმით, ადრე აცხადებდა, რომ  საგარეო პოლიტიკის მიმართ ნაკლები ინტერესი ექნებოდა, თუმცა როდესაც აშშ-ის ლიდერისთვის   ბევრი რამ გახდა ცნობილი  კორეის კრიზისთან დაკავშირებით, გადაწყვიტა, რომ ამერიკა ვერ დადგება გვერდზე.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის საკითხში ტრამპი  აშშ-ის პრეზიდენტებს ადანაშაულებს  ბილ კლინტონიდან დაწყებული. როგორც  ტრამპმა  განაცხადა, ისინი უბრალოდ იგნორირებას უკეთებდნენ საკითხს და ახლა ის აღმოჩნდა  "ძალიან რთული პრობლემის წინაშე".

"მე აღმოვჩნდი იმ  პოზიციაში, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რეალურად აქვს ბირთვული იარაღი და ჩვენ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ.  იმედი ვიქონიოთ, რომ მას სურს მშვიდობა, ჩვენც გვინდა მშვიდობა. ვნახოთ,  რა მოხდება მომავალში. სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია", - განაცხადა ტრამპმა.

ტელეარხთან ინტერვიუმდე  ერთი დღით ადრე, Fox News-სთან აშშ ლიდერმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს განაცხადოს თავისი  გეგმებისა და განზრახვების შესახებ  ჩრდილოეთ კორეასთან  დაკავშირებით.

"მე არ მოვიქცეი ისე, როგორც სხვა ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, თუ რის გაკეთებას  აპირებენ ოთხი კვირის განმავლობაში.  ეს არ მუშაობს." - განაცხადა ტრამპმა კითხვაზე, ჩრდილოეთ კორეაზე  შესაძლო დარტყმაზე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45