ჩრდილოეთ კორეა ამერიკას განადგურებით და ფერფლად ქცევით ემუქრება

ხუთშაბათი, 20 აპრილი, 2017 - 21:31

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება პირობას დებს, რომ სუპერძლიერ პრევენციულ დარტყმას მიაყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ფერფლად აქცევს არა მარტო შტატებს, არამედ ამერიკის კონტინენტსაც.

ამის შესახებ  ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ოფიციალური გამოცემა "Nodong Sinmun"-ი წერს, რომლის ფრაგმენტები Reuters-მა გამოაქვეყნა.

"თუ ჩვენ  სუპერძლიერ პრევენციულ დარტყმას მოვახდენთ, მაშინვე  მთლიანად განადგურდება არა მხოლოდ სამხრეთ კორეასა და  მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჭრილი ამერიკელი იმპერიალისტები, არამედ ფერფლად იქცევა ამერიკის  მატერიკის ნაწილი", - ნათქვამია გამოქვეყნებულ  მასალაში.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა TMJ4-სთვის მიცემულ ინტერვიუში არ უარყო, რომ ვაშინგტონი მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან  კონფლიქტისთვის.

 მაისში პენტაგონი წყნარ ოკეანეში წვრთნებს ატარებს, რომლის მიზანი ჩრდილოეთ კორეის საშუალო რადიუსისა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრაა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45