უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ხუთშაბათი, 20 აპრილი, 2017 - 21:42

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციაში იმყოფებიან: პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანიკო ლევაი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი.

21 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. 11:30 საათზე, ვიქტორ ორბანი და გიორგი კვირიკაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომლის მონაწილეებს 12:00 საათზე გიორგი კვირიკაშვილი და ვიქტორ ორბანი მიმართავენ. დაგეგმილია ვიქტორ ორბანის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45