ქვეყანაში სამი მთავარი პოლიტიკური ფიგურა პირდაპირი არჩევის მანდატს ვერ მიიღებს - გიორგი მარგველაშვილი

ხუთშაბათი, 20 აპრილი, 2017 - 19:29

 საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი არჩევის მანდატის მატარებელი აღარ იქნებიან, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც ,,კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ქვეყანაში - პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, იქნება არჩეული ე.წ. ხმოსნების, დეპუტატების და პარლამენტის წევრების მიერ; ანუ, არცერთი, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყანა უნდა წარმოადგინოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მანდატს არ აიღებს ამომრჩევლისგან პირდაპირ.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, აირჩევენ დეპუტატები, ან ხმოსნები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით არჩეულები არიან, მაგრამ ხალხთან დაშორება გაიზრდება.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილიც გააკრიტიკა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება და აღნიშნა, რომ კომისიამ არ შეამცირა 5% - იანი საარჩევნო ბარიერი და მეტიც, შემოიტანა ბლოკების შექმნის აკრძალვის საკითხი, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.

საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად მთავარსარდლის ფუნქციის გაუქმება დაასახელა.

„ამ ქვეყანაში მთავარსარდალი გაუქმებულია ფაქტიურად. ჩემთვის ყველაზე პრობლემური თემაა, რადგან ვიცი რა რეგიონში ვცხოვრობთ, რა გამოწვევები აქვს ქვეყანას, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და, რომელშიც მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს. ცვლილებების მიხედვით, მთავარსარდალს აღარ აქვს სათათბირო ორგანო - უშიშროების საბჭო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია დატოვა ყველა განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ კამპანიის ,,კონსტიტიუცია ყველასია“ ვალდებულებაა, დაეხმაროს საკონსტიტუციო კომისიას და მიაწოდოს საზოგადოების მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების დადებით მიმართულებად სოციალური დაცვის გარანტიების გაღრმავების საკითხი დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41