„თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ კომისია დატოვეს

ხუთშაბათი, 20 აპრილი, 2017 - 18:11

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემოთავაზებული ვარიანტი ემსახურება არა სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზანს, არამედ სრულიად უსამართლოდ, დაუმსახურებელ და მეტად დიდ უპირატესობას ანიჭებს სახელისუფლებო ძალას. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან და პრეზიდენტის უფლებების მინიჭებასთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებები მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის რეალური უფლებამოსილებებისაგან დაცლისა და მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მასზე პოლიტიკური კონტროლის განზრახვას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნო.

მისივე თქმით, მთლიანობაში ცვლილებები ემსახურება სახელისუფლო ძალის ხელში სახელმწიფო ძალაუფლების გაუმართლებლად ჭარბ კონცენტრაციას, რაც დამაზიანებელი იქნება ქვეყნის დემოკრატიული მოწყობისათვის.

,,თავისუფალი დემოკრატებისა“ და ,,ევროპული საქართველოს" ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულია მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ კომისიის მუშაობაში გამოხატული ინიციატივები და სრულიად უგულებელყოფილია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, არასამათავრობო ორგანიზაციებისა, თუ სახალხო დამცველის მოსაზრებები.

„ეს გვარწმუნებს, რომ კომისია „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა არაფართო კონსესუსის შედეგად შემუშავების მიზნით, არამედ იმისათვის რომ კომისიის გადაწყვეტილების სახელით შეეფუთა ის ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველივე აქედან გამომდინარე, და ასევე იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ რიცხოვნობა კომისიაში დომინანტია, კანონპროექტის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლებლობა არ გვექნება გავლენა მოვახდინოთ კენჭისყრის შედეგებზე. „თავისუფალი დემოკრატები“და „ევროპული საქართველო“ ვტოვებთ კომისიას. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ამ კანონპროექტის ავტორს, ერთადერთ პოლიტიკურ ძალას „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, "თავისუფალი დემოკრატები" და "ევროპული საქართველო" მონაწილეობას არ მიიღებენ პროექტის კენჭისყრაში, რომელიც შაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43