არ გახლავთ უბრალო ამბავი და არავინ იცის სადამდე მიგვიყვანს ეს დაპირისპირება - დავით ლილუაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

ხუთშაბათი, 20 აპრილი, 2017 - 12:37

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი საკონსტიტუციო კომისიიდან  ოპოზიციური პარტიების გამიჯვნას ეხმიანება და მთავრობას რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს. 

"საკონსტიტუციო კომისიის მიერ შექმნილ კანონპროექტს, რომელსაც უკვე გაემიჯნენ ოპოზიციური პარტიები და დაიწყო პოლიტიკური ბატალიები, არ გახლავთ უბრალო ამბავი და არავინ იცის სადამდე მიგვიყვანს ეს დაპირისპირება. ჩემი მხრიდან ხელისუფლებამ გინდ ოფიციალურ რეკომენდაციათ მიიღოს ეს ნააზრევი, გინდაც მეგობრულ რჩევათ... მეგობრებო, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა... ყველამ კარგად ვიცით დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები... ვინაიდან ხელისუფლების წყაროა ხალხი, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით სწორედ ხალხის მიერ - უშუალო დემოკრატიის ფორმით, რეფერენდუმით, უნდა მოხდეს პოლიტიკური წყობის შესახებ პრინციპული გადაწყვეტილების მიღება... დიახ, სწორედ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს უნდა თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკა და როგორი საპრეზიდენტო ინსტიტუტის მომხრეა... მერწმუნეთ, უკეთესი იქნება, შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩაატარდეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეფერენდუმი. დაე მისმა უდიდებულესობამ ხალხმა შესძინოს ლეგიტიმაცია საკონსტიტუციო ცვლილებებს", - ნათქვამია  დავით ლილუაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51