ყველა ტელევიზია გაფრთხილებულია, რომ მაქსიმალურად დამალონ ეს ინფორმაცია - სანდრო ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 20 აპრილი, 2017 - 11:17

ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს.

"დაზუსტებული ინფორმაციით მზადდება უცხოელების დიდი გადმოსახლება. სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე იწყება სპეციალური კომერციული ორგანიზაციების შექმნა,რომლებიც უცხოელებს დააკვალიანებენ და ბიუროკრატიულად გაუმარტივებენ ქართული მიწის შესყიდვის პროცესს. ეს გახლავთ პრემიერ კვირიკაშვილის ინიციატივა,რომელზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს. ასევე, დაზუსტებული ინფორმაციით, იგეგმება ირანელების, არაბების, ჩინელების და ინდოელების მასობრივი ჩასახლება საქართველოს რეგიონებში. ეს იქნება სწრაფი და მრავალრიცხოვანი გადმოსახლების პროცესი. ქართული მიწის გაყიდვა დაკანონდება ახალ კონსტიტუციაში.- ცალსახად ყოველივე არის საქართველოს ღალატი, ის, რაც ვერცერთმა მთავრობამ ვერ გაბედა, კანონდება ამ მთავრობის ხელში. საქართველოს ყიდიან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.ყველა ტელევიზია გაფრთხილებულია, რომ მაქსიმალურად დამალონ ეს ინფორმაცია. მიმდინარეობს პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების ფულით ყიდვის პროცესი, რათა არ გააპროტესტონ ეს მოღალატეობრივი აქტი.

საქართველო განადგურების ზღვარზე დგას და თუ ეს გავატანინეთ ამ მანქურთებს, მაშინ სრული კატასტროფა გველის. არ დავუშვათ ჩვენი წინაპრების სისხლით და თავგანწირვით შენარჩუნებული ქართული მიწის გაყიდვა.ამას შთამომავლობა არ გვაპატიებს!!!", - ნათქვამია სანდრო ბრეგაძის განცხადებაში

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43