მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება შეუძლებელია და ის წელს დაიწყება - ექსტრასენსი, რომელმაც ტრამპის გაპრეზიდენტება ორი წლის წინ იწინასწარმეტყველა

ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2017 - 19:33

პორტუგალიელი ექსტრასენსი ჰორაციო ვილიეგასი , რომელმაც ორი წლის წინ იწინასწარმეტყველა ამერიკის  საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება, წელს ომის დაწყებას პროგნოზირებს. ომის მიზეზი კი სირიაზე თავდასხმა  გახდება, - იუწყება Express.

ექსტრასენსი ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება შეუძლებელია და ის წელს დაიწყება. ბირთვული ომი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი ჩაერთვება, შესაძლოა 13 მაისს დაიწყოს. მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე კი "საგანგაშოდ ფეთქებადსაშიში" პერიოდია. 

ჰორაციო ვილიეგასი დარწმუნებული, რომ ბირთვული ომი ხანმოკლე იქნება და წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა შედეგებზე არაფერს ამბობს.

უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიელმა ექსტრასენსმა ჯერ კიდევ 2015 წელს იწინასწარმეტყველა დონალდ ტრამპის გამარჯვება. ის  ამტკიცებდა, რომ  "ილუმინატების" მეფე რესპუბლიკელი გახდება და პლანეტას მესამე  მსოფლიო ომს მოუტანს.

წინასწარმეტყველმა არაერთხელ გამოაცხადა  2017 წელი აპოკალიფსის დაწყების დროდ. 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43