ამერიკელმა მეცნიერებმა ჭარხალში სიცოცხლის ელექსირი აღმოაჩინეს

ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2017 - 18:48

უეიკ ფორესტის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ჭარხლის წვენთან ერთად,  ხანდაზმული ადამიანების  ტვინის მუშაობას აახალგაზრდავებს, - იტყობინება სამეცნიერო ჟურნალი Gerontology..

გარდა იმისა, რომ ჭარხლის წვენი შეიცავს ბევრ სასარგებლო ვიტამინებს, მინერალებსა და საკვებ ნივთიერებებს, მას ბუნებრივი "ელექსირის" თვისებებიც აღმოაჩნდა - ის ტვინს ჟანგბადის შიმშილისგან იცავს.

მეცნიერებმა  ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 55 წლის ზემოთ 26 ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა. ორ ჯგუფად დაყოფილი მოხალისეები  ყოველდღიურად ერთსაათიანი სპორტით იყვნენ დაკავებულები. მათგან ერთი ჯგუფი კვირაში სამჯერ ჭარხლის წვენს ღებულობდა, მეორე ჯგუფი კი - მხოლოდ ჭარხლის არომატით გაჯერებულ წყალს.

 აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს, რომლებიც ჭარხლის წვენს სვავდნენ, იმ ნერვული უჯრედების გააქტიურება აღენიშნათ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან  ხელებისა და ფეხების მოძრაობაზე. 6 კვირის განმავლობაში ნატურალური ჭარხლის წვენის მოხმარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ  მოხუცების  ტვინი ისე  მუშაობდა, როგორც ჯანმრთელ, 30-35 წლის ასაკის ადამიანებში.

ახლა მეცნიერები იმის დადგენას აპირებენ, თუ რამდენად სტაბილურია აღნიშნული ეფექტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5