„აწარმოე საქართველოში“ გამოდგა ძალიან წარმატებული პროექტი - სოსო ფხაკაძე

ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2017 - 16:37

აბსოლუტურად ობიექტურად უნდა ვთქვთ, რომ პროექტი „აწარმოე საქართველოში“ გამოდგა, როგორც ძალიან წარმატებული პროექტი, - ამის შესახებ „ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს მოვისმინეთ პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც დაემატა რამდენიმე კომპონენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ბოლომდე აითვისა საექსპორტო პოტენციალი, რამეთუ არსებობს საინტერესო სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო გარიგებები რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანასთან, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნებთან“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომპონენტის დამატება, რომელიც მიმართულია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისკენ. „ყველაფერთან ერთად, ეს პროგრამა ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი იქნება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უფრო მეტი ინვესტიციების მოსაძიებლად და ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის“ - აღნიშნა ფხაკაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41