ავღანეთში ეროვნული გვარდიის ოცეული დააჯილდოვეს

ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2017 - 16:30

ავღანეთში დისლოცირებულმა ეროვნული გვარდიის ოცეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ გვარდიელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მედლები გადასცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-4 ოცეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდან ჩაერთო. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა პერიმეტრზე სწრაფი რეაგირება და მაღალი რანგის პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55