ქართული სპორტის დიდი სახელები - სპორტის მუზეუმში ფოტოკრებულის პრეზენტაცია გაიმართა

ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2017 - 15:24

ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი სპორტსმენების და გუნდებისადმი მიძღვნილი პირველი ფოტოკრებულის „ქართული სპორტის დიდი სახელები“ პრეზენტაცია გაიმართა.

2017 წელი არაერთი მნიშვნელოვანი თარიღითაა გამორჩეული, ბევრი სპორტსმენის და რამდენიმე დიდი გამარჯვების იუბილე აღინიშნება. 55 წელი გავიდა საკალათბურთო თბილისის დინამოს მიერ ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებიდან; ასევე 55 წლის წინ მოიგეს თბილისის ბურევესნიკის ხელბურთელებმა საკავშირო ჩემპიონატი პირველად; 50 წელი გავიდა ავტორბოლაში თბილისის გრან პრის გათამაშებიდან; 80 წელი შეუსრულდებოდათ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებს მიხეილ მესხს, შოთა იამანიძეს და გივი ჩოხელს;

ასევე 80 წლის გახდებოდა ფარიკაობაში ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ნუგზარ ასათიანი; 60 წლის იუბილეს იზეიმებდნენ თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების გათამაშებაში გამარჯვებული თბილისის დინამოს ლიდერები რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია; 50 წელი შეუსრულდებოდა 1983 წელს კანადის ქალაქ ედმონტონში, მსოფლიო უნივერსიადაზე დაღუპულ წყალში მხტომელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონსა და თასის მფლობელს სერგო შალიბაშვილს...

ამ თარიღებს ქართული სპორტის მუზეუმმა 16 ბარათისგან შემდგარი ფოტოკრებული მიუძღვნა. ფოტოები, რომელთა ავტორები სახელოვანი ფოტოგრაფები მიხეილ ზარგარიანი, ალექსანდრე კოტორაშვილი და სხვები არიან, სპორტის მუზეუმის ფონდებშია დაცული.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების ოჯახის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო. დღეს ქართული სპორტის მუზეუმის პირველი ფოტოკრებულის - „ქართული სპორტის დიდი სახელები“ - პრეზენტაციაა. 2017 წელს არაერთი სახელოვანი ათლეტის იუბილეა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვების მრგვალი თარიღი აღინიშნება. ამ ალბომში, რომელიც თქვენ საჩუქრად გადმოგეცათ, სწორედ იუბილარი სპორტსმენების თუ გუნდების ფოტოებია თავმოყრილი. რომელი ერთი გავიხსენო? მიხეილ მესხი, ოთარ ქორქია, შოთა იამანიძე, გურამ მინაშვილი, კახი ასათიანი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, არსენ მეკოკიშვილი, ავთანდილ ღოღობერიძე, მირიან ცალქალამანიძე, გივი ჩოხელი, საკალათბურთო თბილისის დინამო, ხელბურთის კლუბი ბურევესნიკი - ყველა მათგანი ჩვენი სპორტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია და უკლებლივ ყველას გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართული სპორტის ისტორიაში. ვიცი, რომ ამ ფოტოკრებულში მოხვედრას კიდევ არაერთი დიდებული სპორტსმენი იმსახურებდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქართული სპორტის მუზეუმის მესვეურები მომავალში მეორე, მესამე და მომდევნო ალბომების გამოცემასაც აპირებენ, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დროდადრო ეს სერია სპორტის ყველა სახეობას და ყველა წარმატებულ ათლეტს მოიცავს. მსურს მადლობა გადავუხადო ქართული სპორტის მუზეუმს და ამ პროექტის ავტორებს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების დაფასებისთვის, ამ ფოტოკრებულისთვის, ჩვენს თანამედროვე სპორტსმენებს კი წარმატებას და დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ“! - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39