იმედია, საქართველო არ გახდება მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც სომხებს გენოციდის წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო ღონისძიებების გამართვა აეკრძალება - სომეხთა სათვისტომო

ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2017 - 14:35

 საქართველოს სომეხთა სათვისტომო სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავს თურქეთის საელჩოს წინ მანიფესტაციით აღნიშნავს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ ყველა ის ტრადიციული ღონისძიება, მიძღვნილი 1915-23 წწ. სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავს, რაც თბილისში არის დაგეგმილი საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მხრიდან მანიფესტაციები თბილისში თურქეთის საელჩოს წინ 23 და 24 აპრილს გაიმართება.

სიტყვისა და შეკრების თავისუფლება - საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს. „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“, -საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 25.

ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სომეხთა სათვისტომომ თბილისის მერიას წინასწარ ამცნო სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავს მიძღვნილი -დაგეგმილი ღონისძიებების ადგილის, დროისა და ფორმატის შესახებ. ჩვენ, საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეების წარმომადგენელი საქართველოს სომეხთა სათვისტომო გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველო - ჩვენი სამშობლო და ამვე დროს სახელმწიფო, რომელიც სომხეთთან და სომეხ ხალხთან კეთილმეზობლობისა და ძმობის მრავალათასწლეული ტრადიციით არის დაკავშირებული, არ გახდება მსოფლიოში ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სომხებს 1915-23წწ. გენოციდის წლისთავს მიძღვნილი საჯარო ღონისძიებების გამართვა ეკრძალება", - ნათქვამია  საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5