სამართალდამრღვევებს, რომლებმაც შეიარაღებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, 5000 ლარით დაჯარიმება ემუქრებათ

ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2017 - 13:08

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლებარდეს ხეობაში, სოფელ კუზრუში, წიფლისა და ფიჭვის სახეობის მორების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეები გია და მამუკა ნაჭყებიები, რომლებსაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი სატვირთო ავტომანქანით გადაჰქონდათ მორები, არ დაემორჩილნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას, შეეჩერებინათ სატრანსპორტო საშუალება, რის შემდეგაც მათზე დევნა განხორციელდა.

სამართალდამრღვევები მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელ სახლის ეზოში შეღწევის შემდეგ გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს როგორც დეპარტამენტის, ასევე ადგილზე მისული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უფლებამოსილი პირისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის გამო, რაც 5000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43