საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებმა მუშაობა დაასრულა, პროექტს კენჭს 22აპრილს უყრიან

ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2017 - 12:55

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს კენჭს 22აპრილს უყრიან. პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბერის N65-Iს დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში სამ ეტაპიანი შეხვედრები გამართა.

4 თვისგანმავლობაში სამუშაო შეხვედრებზე კონსტიტუციის თავების და მუხლების დეტალური განხილვა-რედაქტირება დისკუსიის და დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელზეც კომისიის თითოეულ წევრს საკუთარი წინადადებების და მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება მიეცა.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილულ საკითხებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებენ. ახალი კონსტიტუციის რედაქციის პროექტს კომისიის წევრები კენჭს 22 აპრილს უყრიან. მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინებათ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ოთხ თემატურ ჯგუფს მოიცავს. კერძოდ: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების,საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი; საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთასამუშაო ჯგუფი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5