მედიაში სირიასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმებმა გაჟონა - რისთვის ჩავიდა რუსეთში რექს ტილერსონი

სამშაბათი, 18 აპრილი, 2017 - 22:11

უცხოური მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლი სირიაში ძირითად საკითხად  პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებიდან  ჩამოშორებას კვლავ განიხილავს და რუსეთში ჩასული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტიც ამ საკითხზე მოლაპარაკებას უკავშირდებოდა.

აშშ-ის ადმინისტრაცია სირიასთან დაკავშირებით სამ ძირითად ეტაპს განიხილავს:  ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება,  სირიაში  სტაბილურობის აღდგენა და გარდამავალი პერიოდის უზრუნველყოფა, რაც  ბაშარ ასადის  პოსტის დატოვებას გულისხმობს.

ვაშინგტონი ასადისგან  თავის დაღწევის  სხვადასხვა ვერსიებს განიხილავს -  არჩევნების გარეშე  მის დამხობას ლიბიისა და ერაყის სცენარის მიხედვით და მუქარას, სამხედრო დანაშაულის წაყენება - თუ ნებით არ დატოვებს პოსტს.

თეთრი სახლის ანგარიშში ისიცაა ნათქვამი, რომ  ასადის მიმართ სამართლებრივი დევნა რთული იქნება, რადგან მას  მხარს უჭერს  რუსეთი და ირანი.

Associated Press-ის წყაროს ინფორმაციით,  რექს ტილერსონმა  ვლადიმერ პუტინთან და სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისთვის სასურველი ვარიანტი იქნება სირიის პრეზიდენტის ნებაყოფლობით ჩამოშორება, წყარო არც იმას გამორიცხავს, რომ ტილერსონმა რუსეთს მისთვის  თავშესაფრის მიცემა ურჩია.

საგენტოს წყარო ადასტურებს, ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს გარანტიები  შესთავაზა და ტარტუს  საზღვაო ბაზაზე და ლატაკიას საჰაერო ბაზაზე  სირიის კონფლიქტის  დასრულების შემდეგაც კი წვდომის პირობა მისცა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46