რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ქვეყნის პირველი დიპლომატის ჩასვლა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ საუკუპაციო პოლიტიკის გაგრძელების ნაწილია - გიორგი თევზაძე

სამშაბათი, 18 აპრილი, 2017 - 21:47

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლას გამოეხმაურა.

"საქართველოს ხელისუფლებას და საგარეო უწყებას ევალება ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდეს კომუნიკაცია და ითანამშრომლოს ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოებისათვის უფრო ნათელი გახდეს ოკუპანტი რუსეთის საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკა, რათა მათ მკაცრი შეფასება მისცენ რუსეთის საუკუპაციო პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

როგორც მედიით ცნობილი გახდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ჩასვლა, რუსეთის მიერ დასმულ მარიონეტ ხელისუფლებასთან. რაც საერთშორისო საზოგადოების მიერ შეფასებული უნდა იქნას როგორც საქართველოს მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების „უხეშ დარღვევად“ და რუსეთის მხრიდან რაც კიდევ ერთხელ საქართველოს მიმართ თავხედურ და აგრესიულ პროვოკაციულ ქმედებას წარმოადგენს და რუსეთის მხრიდან საუკუპაციო პოლიტიკის გაგრძელების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, „2017 წლის 18-19 აპრილს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს „ვიზიტით“ ეწვევა მინისტრი სერგეი ლავროვი. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად, იგი მონაწილეობა სმიიღებს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში.“

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და იქ რუსეთის ფედერაციის უკანონო დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი შენობის გახსნა უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს და საერთაშორი სოსამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებს. რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას. ამასთანავე, როგორც ყოველთვის, რუსეთი არასოდეს ასრულებს ნაკისრ საერთაშორისოვ ალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტი სშესახებ შეთანხმებას", აღნიშნავს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43