„ქართულ ოცნებას“ დეოკუპაციის პოლიტიკა არ აქვს - თამარ კეკენაძე

სამშაბათი, 18 აპრილი, 2017 - 16:39

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე გმობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს.

კეკენაძის  განმარტებით, "ლავროვის ვიზიტი რა თქმა უნდა არის რუსული ოკუპანტური პოლიტიკის ჩვეული გამოვლინება და ასევე, იმის ნათელი მაგალითი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ აქვს ქვეყნის დეოკუპაციის მკაფიო და ეფექტიანი ხედვა“.

თამარ კეკენაძის თქმით, „რუსეთის მხრიდან ასეთი პროვოკაციული ქმედებები არის მიზანმიმართული. ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში კიდევ უფრო აგრესიული გახდა.

"რუსეთის ქმედებები და ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოს საკითხი არ დაბრუნდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, არც პოლიტიკური ნება და არც რესურსი არ აქვს გაატაროს სწორი საერთაშორისო პოლიტიკა ამ მიმართულებით. "თავისუფალ დემოკრატებს“ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კუთხით არსებითი ცვლილების განხორციელება შესაძლებელია ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რეალობაში“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ლავროვის ვიზიტს მოჰყვეს მყისიერი და მკაცრი რეაგირება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ამიტომ, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, ახლა მაინც გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და უზრუნველყოს, რომ არცერთი მაღალი დონის შეხვედრა არ ჩატარდეს საქართველოს საკითხის დასმის გარეშე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გვაბოლებენ: "გახსოვდეთ, ძალა ევროპაშიაო!" , ბავშვობიდან კი ოჯახსა და სკოლაში მასწავლიდნენ: ძალა ერთობაშიაო - ქეთი სესიაშვილი ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41