გულიკო ზუმბაძე „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარ ხანძარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

სამშაბათი, 18 აპრილი, 2017 - 15:34

 სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარ ხანძარზე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს.

როგორც გულიკო ზუმბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამოქალაქო უსაფრთხოებასა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონიტორინგზე და ამ კუთხით პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე პასუხისმგებელი სწორედ ცენტრალური ხელისუფლებაა. ​

ზუმბაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბებულია სააგენტო, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მას მსგავსი პრობლემის პრევენციის მიმართულებით მუშაობა არ დაუწყია.

„ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევა აუცილებელი იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, ძირითადი პასუხისმგებლობა ცენტრალური ხელისუფლების იყო. სწორედ ცენტრალურ ხელისუფლებას ეკისრება პრევენციული ღონისძიებების გატარება სამოქალაქო უსაფრთხოებაზე, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონიტორინგზე . მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბებულია სააგენტო, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მას მსგავსი პრობლემის პრევენციის მიმართულებით მუშაობა არ დაუწყია. დედაქალაქში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები გაუმართავია. გარდა პრევენციული ღონისძიებებისა, აუცილებლად მიმაჩნია, გამოძიებამ საზოგადოებას გამოძიების შედეგები და ხანძრის გაჩენის მიზეზები ამცნოს“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ. ​

რაც შეეხება კომპენსაციას, საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, დაზარალებულებისთვის დახმარების სახით გაცემული 3 ათასი ლარი იყო ყველაზე ოპტიმალური თანხა, რომელიც შეიძლებოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43