გულიკო ზუმბაძეს მერის ანგარიშის მოსმენისას უკმარისობის განცდა დარჩა

სამშაბათი, 18 აპრილი, 2017 - 14:28

თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს, საკრებულოში მერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ უკმარისობის გრძნობა დარჩა.

როგორც გულიკო ზუმბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ის ელოდა, რომ ნარმანია უკვე გაკეთებულ საქმეებთან ერთად, ჯერჯერობით მოუგვარებელ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრებდა.

ზუმბაძემ აქცენტი საკანალიზაციო სისტემების გაუმართაობაზე, დაუსრულებელ მშენებლობებსა და მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გააკეთა.

“მერის ანგარიშის მოსმენისას, დამრჩა უკმარისობის განცდა. აუცილებელი იყო, დავით ნარმანიას მოუგვარებელ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა. რამდენიმე ძირითადი პრობლემა არსებობს, ეს არის წყალმილების სისტემა, საკანალიზაციო პრობლემები. თბილისზე შემოერთებულ სოფლებში საერთოდ არ არის საკანალიზაციო სისტემა. ეს აზიანებს ინფრასტრუქტურას და კორპუსებს, რომელთა გამაგრებაც ჩვენ მილიონობით ლარი გვიჯდება. ეს სერიოზული გამოწვევაა. მეორე სერიოზული პრობლემა 20 და მეტი ხნის წინ დაწყებული დაუმთავრებელი კორპუსები, ბინათმშენებლობები და ის მიტოვებული შენობებია, რომლებიც თავის დროზე კერძო პირებმა სახელმწიფოსგან შეიძინეს, მაგრამ დღეს მიტოვებულია და არანაირი ინვესტიცია იქ არ ხორციელდება. ამ შენობებთან დაკავშირებით, მერიამ და საკრებულომ გარკვეული პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბონ“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

ზუმბაძის თქმით, კიდევ ერთი ძირითადი გამოწვევა დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობაა. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სკვერების და თავისუფალი სივრცეების მოძიების პროცესი მიმდინარეობს, პრობლემის გადასაწყვეტად ეს საკმარისი არ არის.

ზუმბაძე აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მთავრობას, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, გარკვეული პოლიტიკის შემუშავებას სთხოვს.

„ჰაერი ძალიან დაბინძურებულია. ვფიქრობ, სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება ონკოლოგიური დაავადებების ზრდა. თბილისის მთავრობას, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, უნდა შეემუშავებინა პოლიტიკა ამ კუთხით. ეს პრობლემა მიბმული უნდა ყოფილიყო საცობების განტვირთვის საკითხთან და რეკრეაციული თავისუფალი სივრცის შექმნის სისტემებთან. ჩვენ „სითი ინსტიტუტ საქართველოსგან“ თბილისის განვითარების გეგმის საბოლოო ვერსიას ველოდებით, ეს იქნება დოკუმენტი, რის მიხედვითაც განაშენიანების პროცესში იხელმძღვანელებენ“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41